Accentnews.ge
სარაჯიშვილის ქუჩაზე პირი მანქანაში ჩაცხრილეს

სარაჯიშვილის ქუჩაზე პირი მანქანაში ჩაცხრილეს

23/10/2020 10:03:05 სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას ინფორმაციით, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს.

"ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო", - წერს ნიკა მელია Facebook-ზე.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ექვსი გასროლის ხმა გაიგეს.

ადგილზე სამართადამცველები არიან მობილიზებული. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერ გადასვენებული არაა, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S