ალიევი: „აზერბაიჯანსა და ირანს შორის სახელმწიფო საზღვარზე სრული კონტროლი მოვიპოვეთ"

23-10-2020 14:41:40 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანთან „სახელმწიფო საზღვრის სრული აღდგენის“ თაობაზე იუწყება. ამის შესახებ ალიევი Twitter-ზე წერს და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში კიდევ 13 სოფლი დაიკავეს.

"აღბანდის დასახლების გათავისუფლებასთან ერთად, აზერბაიჯანსა და ირანის ილსამურ რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე სრული კონტროლი მოვიპოვეთ", - წერს ილჰამ ალიევი.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთიდან, თავუშისა და სიზიანის რეგიონებიდან მთიან ყარაბაღში ჩამოყვანილმა სამხედროებმა ბრძოლებში ჩართვაზე უარი თქვეს და თავიანთი პოზიციები დატოვეს. თავად სომხეთში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"აზერბაიჯანულმა არმიამ ქალაქები ასკერანი და მარტუნი დაბომბა. საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს", - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ – 10 და 18 ოქტომბერს მოსკოვში შეთანხმდნენ, თუმცა მ,ხარეებმა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი მალევე დაადანაშაულეს და საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები