„ევროპული საქართველოს“ აქტივისტის ავტომობილი დააზიანეს
23/10/2020 11:35:17 სამართალი
„ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, ქუთაისში მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი დააზიანეს.
გოგსივანიძე საარჩევნო კამპანიას უკავშირებს
"ჩაუმტვრიეს გვერდითი საქარე მინა. საკმაოდ აქტიური ახალგაზრდაა და თავის ოჯახის წევრებთან ერთა ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. ამ ავტომობილით ის 21-ში თბილისშიც იყო ჩამოსული და აქციაში "დაუპიპინეს ბიძინას" მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, მის ასეთ აქტიურობას ვუკავშირებთ მანქანის დაზიანებას",-აღნიშნავს დავით გოგსივანიძე.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


