ლარი ისევ გაუფასურდა

23-10-2020 16:51:28 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2202 ლარი ეღირება, ევრო – 3.8137 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2098 ლარი, თურქული ლირის – 0.4046 ლარი.

23 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.2181 ლარი ღირდა, ევრო – 3.8086 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2189 ლარი, თურქული ლირის – 0.4128 ლარი.

ცნობისთვის: სებ-მა 22 ოქტომბერს სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-17 სავალუტო ინტერვენციაა: სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამში 569 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები