Accentnews.ge
'წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში"

'წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში"

26/06/2019 08:05:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს დაზარალებული 18 წლის მაკო გომური საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემზგავრა. 

„მეტი სიმახინჯე ფოტო ვერ გადავიღე ფოთიშით ფოთიშით კამერა გადაფრუნდა. მოკლედ, წავედით მე და ჩიემი თვალუკა იევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით. მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები. პ.ს ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა", – წერს გომური სოციალურ ქსელში.

დაზარალებულის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. 

ცნობისთვის: თბილისში, 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S