„ვენდი” მიტანის სერვისით Pick Up  და Drive-Thru მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება

23-10-2020 18:53:45 ეკონომიკა ,რეკლამა

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.

„ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Thru და Pick Up სერვისების უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას. ყოველდღიურად, 22:00 საათამდე კი რესტორნები ჯანრთელობის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მასპინძლობს ერთგულ მომხმარებელს“, - აცხადებს „ვენდისა“ და „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან კი ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა. შესაბამისად, ქართულ ინგრედიენტებზე დამზადებულ „ვენდის“ უგემრიელეს ბურგერებს სულ სხვა გემო აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები