თბილისში კვების ობიექტი გაქურდეს
23/10/2020 15:21:17 სამართალი
თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კვების ობიექტი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა. ქურდებმა თანხა წაიღეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.


