Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23/10/2020 16:23:11 კონფლიქტები

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში Covid-19-ზე ტესტირება 495 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, კოვიდ–ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3450-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1294 გახდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 33-ს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S