საბურთალოს "სითი მოლში" დაკვამლიანება იყო
23/10/2020 18:00:54 სამართალი
საბურთალოს "სითი მოლში" მდებარე ერთ-ერთ კაფეში დაკვამლიანება იყო. უსაფრთხოების მიზნით შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
დაკვამლიანების შედეგად შენობაში მყოფი არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.


