Accentnews.ge
რომან გოცირიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

რომან გოცირიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

26/06/2019 10:43:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაპირისპირება იყო. კერძოდ, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და მანდატურები ჩადგნენ. ამის შემდეგ კი რომან გოცირიძემ სხდომა დატოვა.

ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი იცავს და იმისთვის, რომ პროკურატურამ მისი დაკავება ან ჩხრეკა შეძლოს, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.  სწორედ ამ საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში. თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოდ, ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S