ვრცელდება ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ, ასახულია, როგორ გადასცეს თავდამსხმელს ფული [ვიდეო]

24-10-2020 13:24:03 სამართალი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალი კადრები, რომელიც 21–22 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ვიდეოზე სავარაუდოდ, ბოროტმოქმედისთვის ფულის გადაცემის ეპიზოდია ასახული. ცნობილია, რომ ფული ბოროტმოქმედთან სამხარეოს უფროსმა ავთანდილ გალდავამ მიუტანა, შემდეგ კი ერთ–ერთი მძევალი ჩაანაცვლა და კიდევ სამ მძევალთან და ბოროტმოქმედთან ერთად გამოვიდა ბანკიდან.

ცნობისთვის: 21 ოქტომბეს ზოგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული ბოროტმოქმედი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. 24 ოქტომბრის მდგომარეობით, მძევლები თავისუფლები არიან, თავისუფალია ბოროტმოქმედი, ნახევარი მილიონი კი გატაცებულია. 22 ოქტომბერს შს მინისტრმა დააზუსტა, რომ მძარცველს სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი თანხა გადასცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები