
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს
26/06/2019 10:50:28 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დააკმაყოფილეს გენერალური პროკურორის მიმართვა, რომელიც საკანონნმდებლო ორგანოს დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და მისთვის პატიმრობის გამოყენების ნებართვას სთხოვდა.
საპროცედური საკითხთა კომიტეტის კენჭისყრისას, 6 დეპუტატი იყო მომხრე, 1 - წინააღმდეგი. იურიდიულ კომიტეტზე კი, 9 მომხრე, 3 წინააღმდეგი.
კომიტეტების სხდომა დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც მხარდაჭერისთვის საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა. თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოდ, ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ.
ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.