მძევლად ნამყოფი სამხედრო თავდასხმიდან რამდენიმე დეტალს იხსენებს

25-10-2020 12:34:11 სამართალი

შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, ყოფილი მძევალი დავით ხვიბლიანი „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო დეტალს იხსენებს. კერძოდ, ამბობს, რო ბოროტმოქმედს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მხოლოდ მოკლე ფრაზა უთხრა, საიდანაც, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი გარკვეული წყენა აქვს:

„აბსოლუტურად არაფერზე მელაპარაკებოდა. ერთადერთი, რაც მითხრა, „შენი სამსახური სამსახური გგონიაო?“,– მითხრა. ვუპასუხე, „ვისთვის როგორ. ჩემთვის ჩემი ფორმა ყველაფრია–მეთი“ [...] ჩანდა, რომ რაღაც დონერზე სტრუქტურასთან [შეიარაღებულ ძალებთან] შეხება ჰქონდა: ჯდომა, ლაპარაკის მანერა, ფორმის მოწესრიგებულება, ბათინკის თასმის შეკრულობითაც კი ეტყობოდა ... ჯარისკაცი როდესაც ხარ, ჯარისკაცს იცნობ“.

ამასთან, ის ყურადღებას ბოროტმოქმედის თვალის ფერზე ამახვილებს. აღნიშნავს, რომ ფერი არაბუნებრივი იყო:

„დარწმუნებული ვარ ისეთი თვალის ფერის ადამიანი, არ შემხვედრია. მწვანესაც ვერ დავარქმევ. წყალში, რომ ხავსი იზრდება, დაახლოებით ასეთი ფერის“.

ყოფილი მძევალი დარწმუნებულია, რომ ბოროტმოქმედს შესწავლილი ჰქონდა გზა, რომელიც მძევლებმა თავდამსხმელთან ერთად ბანკის შენობის დატოვების შემდეგ გაიარეს, რადგან ის მძღოლს ყველა გადასახვევის და გზაზე ქვა–ღორღის შესახებაც აფრთხლებდა, შემდეგ კი ტერიტორია სავარაუდოდ, ფეხით დატოვა. მას თან ჰქონდა ხელყუმბარა, ავტომატი, „მაკაროვი“ და სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი დოლარი:

„ყველა ჩიხი იცოდა. ისე ადვილად იქ ვერ მიხვალ, სადაც მანქანა მიმაყვანინა“.

საჭესთან ხვიბლიანი იჯდა:

„ვუთხარი, მე არ ვიცი ისე მართვა, გამოგადგე. თუ გინდა, სხვა დასვი და მე ხელი შემიკარი–მეთქი“. „რა გადარდებს, შენი ხომ არ იმტვრევაო“.

ყოფილი მძევალი ამბობს, რომ ბოროტმოქმედი ცდილობდა, კვალი არ დაეტოვებინა: არ მოუწევია სიგარეტი, ხელით არაფერს შეხებია, წყალს მხოლოდ საკუთარი ბოთლიდან სვამდა, რომელიც თან ჰქონდა მოტანილი, მანქანიდან გადასვლის შემდეგ კი წლით დაამუშავა ნოხი, რომელზეც ფეხები ელაგა. მას არ ჰქონდა ტელეფონი, ყოველ შემთხვევაში, მძევლებს არ დაუნახავთ. მძევლებს კი ტელეფონები წალენჯიხაში, ერთ–ერთ შენობაში დაატოვებინა.

„ორი მდინარე დადავიარეთ, მესამესთან წყალში გამაჩერბინა. ფეხები სადაც ელაგა, ის ნოხები ამოიღო და წყალი გაავლო“.

მძევლებმა თავდამსხმელი დატოვეს და არ დაუნახავთ, რა მიმართულებით წავიდა ის. თავად მანქანა მხოლოდ დაახლოებით, ერთ კილომეტრში გააჩერეს.

ცნობისთვის: 21 ოქტომბეს ზოგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული ბოროტმოქმედი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. 25 ოქტომბრის მდგომარეობით, მძევლები თავისუფლები არიან, თავისუფალია ბოროტმოქმედი, ნახევარი მილიონი კი გატაცებულია. 22 ოქტომბერს შს მინისტრმა დააზუსტა, რომ მძარცველს სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი თანხა გადასცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები