Accentnews.ge
პარლამენტის წევრები, რომლებმაც მელიას იმუნიტეტის შეჩერებას ხმა მისცეს

პარლამენტის წევრები, რომლებმაც მელიას იმუნიტეტის შეჩერებას ხმა მისცეს

26/06/2019 11:22:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის წინააღმდეგი საპროცედურო კომიტეტის 8 წევრიდან მხოლოდ ერთი, ხათუნა გოგორიშვილი აღმოჩნდა.

მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს:

გიორგი კახიანმა, სოფიო კილაძემ, შალვა კიკნაველიძემ, კარლო კოპალიანმა, ივლიანე წულაიამ , გურამ მაჭარაშვილმა და ენძელა მაჭავარიანმა.

სხდომაზე არ იმყოფებოდა ორი დეპუტატი - ეკა ბესელია და ალექსანდრე ერქვანია.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც მხარდაჭერისთვის საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა. თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოდ, ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ.

ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S