
"თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან" (ვიდეო)
26/06/2019 12:02:13 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გუშინ და ზუსტად ვიცი, რომ თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან", – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დააკმაყოფილეს გენერალური პროკურორის მიმართვა, რომელიც საკანონნმდებლო ორგანოს დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და მისთვის პატიმრობის გამოყენების ნებართვას სთხოვდა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც მხარდაჭერისთვის საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა. თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოდ, ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ.
ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.