თბილისში ტერაბანკის ბანკომატის გაქურდვა სცადეს
26/10/2020 06:16:11 სამართალი
თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე მდებარე "ტერაბანკის" ბანკომატის გაქურდვა სცადეს. ერთ-ერთი ფილიალთან პირი სავარაუდოდ, აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც შენიშნეს.
ქურდობის მცდელობაში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერ–ჯერობით დაკავებული არ არის.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.


