მედიის მიერ სავარაუდო თავდამსხმელად დასახელებული პირის ოჯახში ამბობემ, რომ ყოფილი სამხედრო თბილისშია

26-10-2020 10:38:45 სამართალი

„მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას მიერ თავდამსხმელად დასახელებული პირის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ამ დროისთვის თბილისში იმყოფება. მას დეტალებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული პირი – ბ.ე. ყოფილი სამხედროა, მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ კი შეიარაღებული ძალები დატოვა.

მათივე ცნობით, ადგილობრივებმა ბ.ე. 21 ოქტომბერს დილის საათებში ნახეს. ასევე ის სოფელში 24–25 ოქტომბერსაც იმყოფებოდა.

ცნობისთვის: სამეგრელოს რეგიონში პოლიცია წუხელაც აგრძელებდა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელის ძებნას. სამართალდამცავების აქტიური გადაადგილება შეინიშნებოდა რამდენიმე სოფელში, გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატი, ე.წ. დრონიც.

25 ოქტომბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ დადგენილია „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე „ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა“. შსს-მ მიმართა მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, ინფორმაცია არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

ცნობისთვის: შეიარაღებული ბოროტმოქმედი "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:21 საათზე შეიჭრა, მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარი მოითხოვა. 26 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელიც, ფული კი გატაცებული. 22 ოქტომბერს შს მინისტრმა დააზუსტა, რომ ბოროტმოქმედს „საქართველოს ბანკის“ თანხა გადასცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები