Accentnews.ge
სარწყავი და სადრენაჟე სისტემების  მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

სარწყავი და სადრენაჟე სისტემების  მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

26/10/2020 07:13:42 რეგიონები, რეკლამა

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით 5 სოფლის -ცხრამუხა, ქვიშხეთი, ოსიაური, გომისა და აგარების მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S