ვინ იყვნენ ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ით გარდაცვლილი პაციენტები

26-10-2020 11:58:56 საზოგადოება

26 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში - 8, იმერეთში - 4, აჭარაში - 2.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მონაცემებით, გარდაცვლილთა ასაკი 60 წელს ზემოთაა.

მისი თქმით, კლინიცისტები აკეთებენ გარდაცვლილთა სრულ კლინიკურ ანალიზს, რა გახდა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი.

„რა თქმა უნდა, კოვიდი ყველგან ფიგურირებს, მაგრამ მოგეხსენებათ, უმრავლეს შემთხვევაში არის კიდევ მთელი რიგი დაავადებები, რომლებსაც კოვიდი სამწუხაროდ, ამძიმებს“,– აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირდებიდან დღემდე მას 215 პაციენტი ემსხვერლმა. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების ყველა შემთხვევა კლინიკებში დაფიქსირდა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 30 წლის იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები