ეკატერინე ტიკარაძე: "ამბის ატეხვა" ჩვენი საზოგადოების დიდი ნაკლია"

26-10-2020 12:16:42 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ პაციენტის ახლობლებმა თუ თავად პაცენტმა შესაბამისი კვალიფიკაციის არქონის გამო არ იციან, კონკრეტულ ვითარებაში რა სახის სამედიცინო ჩარევაა საჭირო, ამიტომ მათ ექიმებს მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მისცენ.

მინისტრმა „ამბის ატეხვა“ ქართული საზოგადოების "დიდ ნაკლად" დაასახელა.

„არანიური „ამბის ატეხვა“ არაა საჭირო: პაციენტი ვერ გააკეთებს დასკვნას, მას რენიმაცია ესაჭიროება თუ არა – მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია. მეორე – პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ვერანაირ ამბავს ვერ ტეხავს. ოჯახი, რომელიც პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უმეტეს, არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან თუ მას იმის ნდობა აქვს, ექიმს პაციენტი ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას, რომელი ნაბიჯი უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად. ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები ძალიან დიდ სტრესში იმყოფებიან. იქნებ როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ვინაიდიდან, ისინი ცხრა თვეა, თავს არ ზოგავენ და ჩვენ კიდევ ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს, როდესაც ჩვენს ექიმებს არა თუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, უნდა გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობასაც“,– განაცხადა ტიკარაძემ თემის კომენტირებისას.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრომდე არ მისულა ინფორმაცია, რომ ჯერ სასწრაფო აგვიანებს გამოძახებებზე, შემდეგ კი ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პაციენტის კლინიკაში გადაყვანის პრობლემაა, რადგან თავისუფალი საწოლები არ არის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები