Accentnews.ge
ბ.ე.–ს ძმა: „ცილისწამებაა...თბილისში მკურნალობს“

ბ.ე.–ს ძმა: „ცილისწამებაა...თბილისში მკურნალობს“

26/10/2020 10:01:47 საზოგადოება

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის სავარაუდო თავდამსხმელად დასახელებული ბ.ე.–ს ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კომენტარს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ხვალ გააკეთებს.

„ჩემი ძმა თავად გააკეთებს კომენტარს, სავარაუდოდ, ხვალ. მე არ ვიცი 21–ში [ბანკზე თავდასხმის დღეს] რას აკეთებდა, მაგრამ ცილისწამებაა – არანაირი მსგავსება არაა [თავდამსხმელთან] სმაღლეში, აღნაგობითაც სხვა შეფერილობაა“,– ამბობს ბ.ე.–ს ძმა.

მისივე თქმით, ძმა თბილისში სამკურნალოდ იმყოფება.

ამასთან, ამბობს, რომ სოფელში პოლიცია არ მისულა.

თავად ადგილობრივები აცხადებენ, ბ.ე. სოფელში 21–ში დღის პირველ ნახევარში და ორი დღის წინაც იმყოფებოდა. ამასთან, ისინი ბ.ე.–ს თავდამსხმელთან კავშირს და მსგავსებას გამორიცხავენ.

ცნობისთვის: შეიარაღებული ბოროტმოქმედი "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:21 საათზე შეიჭრა, მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარი მოითხოვა. 26 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელიც, ფული კი გატაცებული. 22 ოქტომბერს შს მინისტრმა დააზუსტა, რომ ბოროტმოქმედს „საქართველოს ბანკის“ თანხა გადასცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S