Accentnews.ge
მედია: მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის მინისტრი დაჭრილია

მედია: მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის მინისტრი დაჭრილია

27/10/2020 06:00:59 კავკასია

სომხური მედიის ინფორმაციით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი ჯალალ არუთიუნიანი დაჭრილია და ის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

გენერალ ჯალალ არუთიუნიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა გასცა, ვინაიდან გენერალს მოვალეობის შესრულება არ შეუძლია. მის ადგილს მიკაელ არზუმანიანი დაიკავებს.

მედია იუწყება, რომ არუთიუნიანი ფრონტის ხაზზე დაიჭრა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S