Accentnews.ge
"პოლიციელები აქციის ღამეს იყვნენ არნახული ძალადობის ქვეშ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას"

"პოლიციელები აქციის ღამეს იყვნენ არნახული ძალადობის ქვეშ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას"

26/06/2019 13:17:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიციელები 20 ივნისის აქციის ღამეს იყვნენ არნახული ძალადობის ქვეშ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა მედიკოსები ღირსების მედლებით დააჯილდოვების დროს განაცხადა. 

„ეს დღეს არის განსაკუთრებული, მინდა, რომ ეს იყოს მადლობის თქმის დღე. 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მთელი ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს. ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შეძლეს მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო მთელი საზოგადოების სახელით. ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა, ექვსი პაციენტის შემთხვევაში, შეუნარჩუნდათ მხედველობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ახალგაზრდების თვალები, ეს არის ჩვენი მომავლის თვალები. სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დღემდე რჩება მძიმე და ექიმები მათი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს აკეთებენ", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზურაბიშვილმა სამართალდამცველებისა და ჟურნალისტების შესახებაც ისაუბრა:

"მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა. არ შემიძლია, არ ვახსენო ის ადამიანები ჟურნალისტები მაგალითად, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ იმ ღამეს, მათ შორისაც არიან დაზარალებულები და მათ მიმართ მინდა, თანადგომა გამოვხატო. ასევე, პოლიციელების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს იყვნენ ასევე არნახული ძალადობის ქვეშ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. აქ არ შევეხები იმ საკითხს, ძალის გადამეტება თუ მოხდა. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია ეს და ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს. მაგრამ, ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება, თუ არა ჟურნალისტები, სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები და საზოგადოება, არ იქნება, თუ არა თქვენ, ყველა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S