Accentnews.ge
ჩეჩნეთში ორი რუსული სპეცრაზმის წევრთა შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ჩეჩნეთში ორი რუსული სპეცრაზმის წევრთა შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

27/10/2020 11:50:42 კავკასია

ჩეჩნეთში სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - იუწყებიან რუსული მედიასაშუალებები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ТАСС-ის ცნობით, ერთმანეთს ОМОН-ისა და СОБР-ის სპეცრაზმელებმა გაუხსნეს ცეცხლი. დაღუპულია СОБР-ის (რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბებულ ახალ სტრუქტურას - “როსგვარდიას” დაქვემდებარებული სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის) ერთი წევრი და ერთი რიგითი მოქალაქე. РИА Новости-ს ინფორმაციით კი, დაჭრილია კიდევ სამი პირი.

შეიარაღებული დაპირისპირება სოფელ აჩხოი-მარტანში, ადგილობრივი კაფეს სიახლოვეს მოხდა. მიზეზები დგინდება. ადგილზე ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფის თანამშრომლები მუშაობენ.

“ინტერფაქსის” წყაროს ცნობით, სპეცრაზმელებმა სროლა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაიწყეს.

ჩეჩნეთის შსს მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, დუმილს ინარჩუნებენ საგამოძიებო კომიტეტი და “როსგვარდიაც”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S