გამყრელიძე – 23 პაციენტის გარდაცვალებაზე: "ძალიან საყურადღებოა"

27-10-2020 16:54:57 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 23 ადამიანის გარდაცვალება, რაც საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია, საყურადღებოა.

მისივე თქმით დაავადებათა კონტროლის ცენტრი და კლინიკური ჯგუფი თითოეულ შემთხვევას სწავლობს, რათა პრევენციული ღონისძიებები დაისახოს.

„რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. სპეციალური კლინიკური ჯგუფი და ჩვენც ვსწავლობთ თითოეულ შემთხვევას (არსებობს სპეციალური პროტოკოლი), რათა გავაანალიზოთ ეს და მეტი პრევენცია იყოს. არის შემთხვევები, როდესაც სამწუხაროდ, სამდიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვა დაგვიანებულია, როდესაც ადამიანი ხანგრძლივად სახლში გადის თვითმკურნალობას; არის შემთხვევები, როდესაც მძიმე თანმხლბი დაავადებებია და ზოგჯერ განუკურნებელი სენი, როგორც თანხმლები დაავადება და კოვიდის თანდართვის შემთხვევაში რთულდება ეს თანხმლები დაავადება და კიდევ სხვა. ამიტომ, ვადასტურებ, რომ დღევანდელი რიცხვი – 23 ძალიან საყურადღებოა. თითოეული სიკვდილი საგანგაშოა, რომელიც დეტალურად უნდა იქნეს განხილული და შესაბამისი ღონისძიებები დასაუხული პრევენციის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფატალური გამოსავლები“,– განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილ პაციენტებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 34 წლის იყო. ის კლინიკაში მკურნალობდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, უმრავლეს შემთხვევაში პაციენტებს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები