პომპეო: "აშშ–მა და ინდოეთმა ჩინეთისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ ერთად უნდა იმუშავონ"

27-10-2020 17:12:06 მსოფლიო

"შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ჩინეთისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ ერთად უნდა იმუშავონ", – ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა.

”ჩვენი ქვეყნების ლიდერები და ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო ნათლად ხედავენ, რომ ჩინეთის "კომუნისტური პარტია" არ არის მეგობარი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ნავიგაციის, ამასთან პეკინს არ სურს, ინდო-წყნარი ოკეანე იყოს თავისუფალი და ღია სივრცე", – განაცხადა პომპეომ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰანიამ ჯაიშანკარსა და თავდაცვის მინისტრ რაჯნათ სინგჰთან ერთად გამართული ბრიფინგის შემდეგ.

აღნიშნულ ბრიფინგზე აშშ–ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდაცვის ახალი პაქტი ("the Basic Exchange and Cooperation Agreement on Geospatial Cooperation"), რომლის ხელმოწერაც დღეს იგეგმება, მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის წარმომადგენელთა თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.

მისივე თქმით, აშშ ინდოეთისთვის ავიაგამანადგურებლებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ინდოეთს ექნება წვდომა აშშ-ის ტოპოგრაფიული, საზღვაო და აერონავტიკის მონაცემების ფართო სპექტრზე.

ჩინეთი პომპეოს განცხადება დაგმო და მას მოუწოდა "ცივი ომის მენტალიტეტი მიატოვოს და ჩინეთის საფრთხეზე საუბარი შეწყვიტოს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები