პომპეომ ფაშინიანსა და ალიევს საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

27-10-2020 18:51:35 კავკასია

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

"სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ცალ-ცალკე ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მოუწოდა ლიდერებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით განაგრძონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება, მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა 2020 წლის 1 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთობლივი განცხადების თანახმად, 10 ოქტომბერს მოსკოვში შეთანხმებულ და პარიზში 17 ოქტომბერს დადასტურებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მნიშვნელობას", – აცხადებენ აშშ–ის სახელმწიფო დეპრტამენტში.

მისივე ცნობით, პომპეოსა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები