აშშ-ის საელჩო - "NDI-ს ახალ დასკვნაში საუბარია ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების და ამომრჩეველთა დაშინების კუთხით"

27-10-2020 19:09:08 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"NDI-ს ახალ დასკვნაში საუბარია ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების და ამომრჩეველთა დაშინების კუთხით", – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ​

"NDI-ს ახალ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო რეფორმებს ფართო მხარდაჭერა აქვს, ვინაიდან ის წვლილს შეიტანს უფრო მრავალფეროვანი და პოლიტიკურად დაბალანსებული კანონმდებლობის შექმნაში, თუმცა, დოკუმენტში, ასევე, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და პოლიტიზებული სასამართლოს კუთხით.NDI-ს ხელმძღვანელმა პირებმა და არჩევნების ანალიტიკოსებმა დღეს ელჩ დეგნანთან და სხვა დიპლომატებთან ერთად საქართველოს საარჩევნო სისტემის უახლესი ანგარიში განიხილეს. NDI-ს ღრმა ექსპერტული ცოდნა, რომელსაც USAID უჭერს მხარს, არსებითი ნაწილია აშშ-ის საელჩოს ფართო ძალისხმევისა, დაეხმაროს ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში", –ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველლში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები