Accentnews.ge
პროკურატურა: "ზუგდიდში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო"

პროკურატურა: "ზუგდიდში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო"

27/10/2020 15:26:31 სამართალი

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქე ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ხოლო პოლიციელი კონფლიქტის დროს სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობას არ ასრულებდა.

"27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის გ.ს. დაზარალებულად ცნობილია და მისთვის მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S