
ცხინვლის რეგიონში COVID-19-ისგან მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა
27/10/2020 16:10:52 კონფლიქტები
ცხინვლის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულის გარდაცვალების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. 65 წლის მამაკაცი ცხინვალის კლინიკაში გარდაიცვალა.მანამდე გარდაიცვალნენ 83, 88 და 47 წლის პაციენტები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ვირუსზე სულ 132 ტესტირება ჩატარდა, მათგან 64-მა დადებითი შედეგი აჩვენა.
სულ ოკუპირებულ რეგიონში 15 სექტემბრიდან – რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის მომენტიდან 533 ინფიცირებულია გამოვლენილი, მთლიანობაში პანდემიის დაწყების დროიდან კი - 623.