Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 113 ახალი შემთხვევაა

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 113 ახალი შემთხვევაა

27/10/2020 16:44:27 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამოსავლენად სულ 467 ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 113-მა აჩვენა.

ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდ-ცენტრში სულ 148 პაციენტია განთავსებული, მათგან 118 – დადასტურებული დიაგნოზით, 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 36-ის – საშუალოდ მძიმე. დღე-ღამის განმავლობაში გაეწერა 10 პაციენტი.

სულ ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-ინფიცირების 3952 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 36 მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 1474.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S