
"რატომ იმათ არ უჩერებთ იმუნიტეტს, ვინც 20 ივნისს პარლამენტში ასამბლეა ჩაშალა?"
26/06/2019 14:08:41 ციტატა
"ვინც 20 ივნისს პროვოკაცია მოაწყო და ვინც 20 ივნისის პროვოკაცია დაგეგმა, გამოძიებული და დადგენილია უკვე ის ადამიანები? რატომ პირდაპირ 21-ზე გადავედით და არ არის გამოძიებული და არ ითხოვთ იმ ადამიანების იმუნიტეტის შეჩერებას, რომლებიც აქ 20 რიცხვში შემოვარდნენ, ჩაშალეს ასამბლეა და ამით დიდი ზარალი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას, პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც, რატომ იწყებთ შუიდან? ე.ი ზის ახლა აქ ნიკა მელია, როგორც განტევების ვაცი, სამარცხვინოა ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება”
განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში. ის იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, ვინც 20 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაშალა და სერგეი გავრილოვს საკანონმდებლო ორგანო დაატოვებინა. ამ წუთებში პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობს.