
"ქართულ საზოგადოებას არ ვუსურვებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა მოიპოვოს"
27/10/2020 18:03:36 საშინაო პოლიტიკა
"ქართულ საზოგადოებას არ ვუსურვებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა მოიპოვოს", – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"მომავლის ვერხედვა, საზოგადოებისგან სრული გახლეჩა, უუნარობა, ენერგიისგან დაცლილობა, ეს იყო 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობა". 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობ"ა რომ დარჩენილიყო, შევდიოდით ჩიხურ პერიოდში. ასეთივეა 2020 წელს "ქართული ოცნება". ეს არის "ოცნება", რომელიც პოლიტიკოსებისგან დაშლილია, შიგნით არ არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური კომპეტენცია გააჩნიათ. ქვეყნის განვითარებისთვის, ეს იქნება აბსოლუტური ჭაობის კიდევ უფრო გაღრმავების პროცესი. მე არ ვუსურვებ ქართულ საზოგადოებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა მოიპოვოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ერთადერთი იდეოლოგიაა პარანოია ექს–ორეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერისთვის არის დაგეგმილი.