"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო აშშ–ის მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩეს"

28-10-2020 00:42:36 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო აშშ–ის მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩეს", - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განაცხადა.

მისივე თქმით, "31 ოქტომბრისთვის დაგეგმილმა საპარლამეტო არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს".

"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად", - აცხადებს კინზინგერი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები