
"მოუხსნან იმუნიტეტი ბოკერიას და გამოიძიონ გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაცია"
26/06/2019 14:16:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
“მოუხსნან იმუნიტეტი ბოკერიას, რომელიც არის ამ პროვოკაციის, ამ პოლიტიკური სპექტაკლის ერთერთი ორგანიზატორი "ქართულ ოცნებასთან" ერთად. მერე "ქართული ოცნების" მხრიდან გამოიკვეთება პირთა ის წრე, ვინ დასვა გავრილოვი [რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი] იმ სკამზე, საერთოდ პარლამეტში რატომ შედგა ეს შეკრება. ჩვენ გამოძიებას ვითხოვთ სიღრმისეულად ამ ეპიზოდზე, გავრილოვზე როგორ განხორციელდა ეს პროვოკაცია”
განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ირმა ინაშვილმა. ის არ მიიღებს მონაწილეობას ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის კენჭისყრაში.