
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მელიას დაკავებას ეწინააღმდეგებიან: „ნიკა არის ჩვენი კოლეგა“
26/06/2019 14:32:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ რიგი წევრები "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებას ეწინააღმდეგებიან.
"პარტიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი:
„ჩვენ 21 ივნისს ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მოუწოდებდნენ კიდეც ასე, მახსოვს ასეთი ფრაზა „ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება". გახსოვთ ალბათ, ყველას ხომ მაგის ავტორი – ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილი. რომელსაც არ სჭირდება იმუნიტეტის შეჩერება. არის დაკითხული ან დაკავებული? რაც შეეხება მელიას, უკვე აღძრული სს საქმე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. დღესაც აგერ მოვიდა, ზის და ისმენს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არსად არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მაგის პატიმრობაში ყოფნა ერთი მაინტერესებს. არის თუ არა ასეთი შესაძლებლობა, რომ დეპუტატები, რომელთაც სურვილი ექნებათ თავდებში დაუდგეს მელიას, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ მელია არ გაიქცევა, ან შიდაპატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, მიუხედავდ ამისა, ის არის ჩვენი კოლეგა. და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს. რადგან მივიღეთ და დავსვით აქ, მაშინ კეთილი ინებეთ და კოლეგიალურობა გამოიჩინეთ. მოვითხოვოთ, კი ბატონო, შინაპატიმრობა, სანამ არ დასრულდება გამოძიება. არ არის აუცილებელი, პატიმრობა შეეფარდოს, 57 000 გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში".
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია:
„დღეს რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ გვიზის მე მგონი, მათ შორის ნიკა მელია ყველაზე ნაკლებად „ნაცია“, ყველაზე დიდი „ნაცები“ ზიან „ევროპულ საქართველოში“. [...] დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ნიკა მელიაზე და არ ვსაუბრობთ რეალურ ორგანიზატორებზე – „ევროპულ საქართველოზე“, რომლებმაც მოაწყვეს ეს პროვოკაცია. [...] მოვუხსნით თუ არა მელიას იმუნიტეტს ამით არაფერი არ შეიცვლება, თუ ძირიდან არ ამოვძირკვავთ იმ ძალას, რომელიც დღეს ჩვენ გვიზის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სახით. [...] ხელისუფლებას მივმართავ ვინც გეგმავდა ამ პროვოკაციას ჯერ ის თავები უნდა აღმოაჩინოთ და მერე ვისაუბროთ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე“.