Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 47 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 47 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

28/10/2020 08:55:21 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ოპერატიული შტაბის ცნობით, სულ დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 133 ტესტირება, მათგან 47-მა დადებითი შედეგი აჩვენა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევას, გარდაცვლილი 57 წლის იყო.

15 სექტემბერს რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის დროიდან რეგიონში 580 კოვიდ-ინფიცირებული გამოვლინდა, სულ კი ეპიდემიის დაწყების მომენტიდან 670-ია აღრიცხული. ამ დროის განმავლობაში გარდაცვლილია 6 პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S