Accentnews.ge
ცხინვალი: “სამი მოქალაქე საქართველოდან 240 ლიტრი ალკოჰოლური პროდუქციის კონტრაბანდისთვის დაჯარიმდა”

ცხინვალი: “სამი მოქალაქე საქართველოდან 240 ლიტრი ალკოჰოლური პროდუქციის კონტრაბანდისთვის დაჯარიმდა”

28/10/2020 10:07:54 კონფლიქტები

ცხინვალის რეგიონის სამი მკვიდრი საქართველოდან 240 ლიტრი ალკოჰოლური პროდუქციის “კონტრაბანდისთვის” დააჯარიმეს, - იუწყება ოსური “უშშროების კომიტეტი”.

მისივე მტკიცებით, “კორონავირუსლი ინფექციის რესპუბლიკაში გავრცელების აღსაკვეთად შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, კონტრაბანდული საქმიანობის შემთხვევები კვლავინდებურად ფიქსირდება”.

«კერძოდ, ოქტომბერში ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას [ოსური სახელწოდება – რედ.] მიდამოებში სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა აღკვეთეს რესპუბლიკაში საქართველდან ალკოჰოლის შემცველი 240 ლიტრი პროდუქციის უკანონოდ შემოტანის მცდელობა. დაკავებულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე. თითოეული მათგანი 10 ათასი რუბლით დაჯარიმდა», – ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოსური მხარე ირწმუნება, რომ პროდუქციის რეალიზებას შეეძლო, “რესპუბლიკის მაცხოვრებელთა მასობრივი მოწამლვა გამოეწვია”.

ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება ანტიქართულ პროპაგანდისტულ სადეზინფორმაციო კამპანიას არ ეშვება და 15 სექტემბერს რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის შემდეგ თავად ოკუპირებულ რეგიონში ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად, მოსახლეობას კორონავირუსის “საქართველოდან შეღწევის საფრთხით” აშინებს.

მანამდე ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების გაყვანის მცდელობისთვის” ჰყავდათ დაკავებული. კიდევ უფრო ადრე ოსური უშიშროება ავრცელებდა დეზინფორმაციას ქართული მხარის მიერ “ზნაურის რაიონში ქიმიურ-ბიოლოგიური და რადიაციული დაზვერვის” თაობაზე. ვრცელდებოდა ასევე დეზინფორმაცია ქართული მხარის მიერ დე ფაქტო საზღვრის სიახლოვეს უტილიზებული საბურავების “ეკოტერორიზმის მიზნით” გამოყენების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S