
ოსური “პარლამენტის” სპიკერი კლინიკაში ჟანგბადზეა მიერთებული
28/10/2020 15:10:42 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი კორონავირუსის ფონზე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
«Эха Кавказа»-ს ინფორმაციით, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პოლიტიკოსი შინ მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის ის “ჟანგბადზეა მიერთებული”.
მანამდე კორონავირუსი აღმოაჩნდა “პრეზიენტ” ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გენადი ბეკოევს.
პანდემიის დაწყების მომენტიდან ცხინვალის რეგიონში ინფიცირების სულ 670 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 6 პაციენტი.