Accentnews.ge
ავარია ნაფარეულში: არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები

ავარია ნაფარეულში: არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები

28/10/2020 15:57:52 სამართალი

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 44 წლის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ნაფარეულში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავ მსუბუქ მანქანას საბურავი დაუზიანდა, რა დროსაც მძღოლმა მართვა დაკარგა და მანქანა ამოტრიალდა. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ქალი, ორი მგზავრი კი დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S