Accentnews.ge
ზოიძე – მელიას: "თქვენ გაგისწორებთ მზერას, მაგრამ მზერას ვერ გავუსწორებ მაკო გომურს"

ზოიძე – მელიას: "თქვენ გაგისწორებთ მზერას, მაგრამ მზერას ვერ გავუსწორებ მაკო გომურს"

26/06/2019 15:08:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ პირადად მისთვის "ნიკა მელიას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას, როდესაც მან ხელის ერთი დაქნევით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ის ახალგაზრდები“.  

აკაკი ზოიძე 20–21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.

„მელიას განათლების ადამიანს, უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან, ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, რაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ამას,  მაგრამ ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც ბრძანებებს იძლეოდა იქიდან და ის პოლიტიკური ძალა,რომელსაც ის წარმოადგენს, არას დაგიდევდა, არც გვამებს, არც დასახიჩრებას ახალგაზრდების, არც გამოთხრილ თვალებს ახალგაზრდების, ეს იყო ის მიზეზი, რატომაც ეს მოხდა. ამიტომაც ბატონო ნიკა, მე ფართოდგახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას. მაგრამ მზერას ვერ გავუსწორებ, ვერც ხუთი დღის წინ ვერ გავუსწორე, ვერც მომავალში გავუსწორებ მზერას მაკო გომურს, მიუხედავად იმისა, რომ ცალი თვალი აქვს მარტო. იმიტომ, რომ პირადად ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ აქ გავრილოვი იჯდა, თქვე მართლა შავ ჭირს ვერ ამოგაშლევინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან კვალი. ნუ გვაცოდებთ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხრიტავდით, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მთელი 9 წელი აწამებდით ქვეყანას, პასუხი უნდა აგოთ,“- განაცხადა ზოიძემ.

ცნობისთვის: პარლამენტში პლენარუსი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი უნდა გადაწყვიტონ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S