Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28/10/2020 18:33:06 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფექციაზე 458 ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 106-მა აჩვენა.

გუდაუთის კოვიდ-ცენტრში სტაციონარულ მკურნალობაზე ამ დროისთვის 137 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 118 – დადასტურებული დიაგნოზით COVID-19. 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 40-ის – საშუალო სიმძიმის. დღის განმავლობაში გაეწერა 15, დაემატა 9 პაციენტი.

პანსიონატ “აიტარის” ტერიტორიაზე მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში კი ამ დროისთვის 51 პაციენტი მკურნალობს, მათგან 47-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 4-ის – მძიმე, გაეწერა 7 პაციენტი.

სადღეისოდ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების სულ 4058 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 36 მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 2071.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S