Accentnews.ge
პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა

26/06/2019 15:18:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. 

აღსანიშნავია, რომ სხდომას ესწრებოდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები – გიორგი ლომაია და ემზარ კვიციანი, რომლებიც კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე აცხადებდნენ, რომ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას არ ეთანხმებოდნენ.  

სხდომას ნიკა მელიაც ესწრებოდა. 

ცნობისთვის: გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S