ეპისკოპოსი პაზოტო: „კათოლიკეებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში“

29-10-2020 09:46:33 ციტატა

“კათოლიკეებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. დღეს სულ მეტად თვალსაჩინო ხდება ხალხში პოლიტიკის მიმართ საშიში უკმაყოფილება, რომელიც ხშირად გამოიხატება ხმის მიცემისაგან მასობრივ თავის არიდებაში, როგორც პოლიტიკურ, ისე ადმინისტრაციულ არჩევნებში.

ამიტომ, მოქალაქეებმა, განსაკუთრებით, ქრისტიანმა მოქალაქეებმა ხელი არ უნდა აიღონ ამ სფეროზე, არამედ შემოთავაზებული პოლიტიკური პროგრამები განსაჯონ ეკლესიის სოციალური მოძღვრების კრიტერიუმების მიხედვით”

განაცხადა ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტო 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები