საქართველოში არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება

29-10-2020 10:06:17 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოში არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია, რომელსაც ჰოლანდიელი პოლიტიკოსი ტაინი კოქსი უხელმძღვანელებს, საქართველოს 29 ოქტომბერს ეწვევა და ქვეყანაში 1 ნოემბრამდე დარჩება. ისინი დააკვირდებიან არჩევნების პროცესს, გამართავენ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გარდა, საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ასევე დააკვირდება ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები