Accentnews.ge
მედია ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა ასახული

მედია ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა ასახული

29/10/2020 07:55:04 სამართალი

ტელეკომპანია „ფორმულა“ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა ასახული.

ტელეკომპანია განმარტავს, რომ რამდენიმე ვიდეო, რომელიც სამართალდამცველების „ჩატში“ ვრცელდება, მათ ძალოვანი უწყებიდან მიაწოდეს, თუმცა მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა ლოკაციაა ასახული ვიდეოზე.

„ფორმულას“ წყაროს ცნობით, ვიდეო დაახლოებით, 2–3 დღის წინაა გადაღებული.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მითხოვა. რამდენიმე საათში მან მძევლები გაათავისუფლა, ნახევარი მილიონი გაიტაცა და მიიმალა. ბოროტმოქმედი ამ დრომდე თავისუფალია. მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი ბადრი ესებუაა. როგორც ირკვევა, ესებუა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც შეიარაღებული ძალები გასულ წელს დატოვა. რა მტკიცებულებები არსებობს ესებუას წინააღმდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.

21 ოქტომბრის თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S