ირაკლი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის პირობა დაასახელა

29-10-2020 13:11:37 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. საუბარია „იფსოსის“ კვლევის შედეგებზე.

როგორც კობახიძე აცხადებს, კვლევის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს: ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ბოტკოველს „ქართული ოცნების“ წევრებთან შედარებით მაღალი რეიტინგი აქვთ და იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევენებში რეალურად გაიმარჯვებენ, კობახიძე ამბობს, რომ მზადაა, პოლიტიკიდან წავიდეს.

​"იფსოსის“ ე.წ. კვლევის მიხედვით, თითქოს მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს პირველივე ტურში. მინდა, მარტივად გითხრათ, ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი (გლდანში), სუბარი (სამგორში) და ქადაგაშვილი (თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი) - თუ რომელიმე ვერ მოიგო არჩევნები, მე წავალ პოლიტიკიდან. რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ, რომ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. ის ამაზე ვერ წამოვა, რადგან მხდალი ადამიანია და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები