„მთავარ არხში“ აცხადებენ, რომ ტექნიკა გასტაცეს
29/10/2020 09:41:32 სამართალი
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქუთაისში არხის კუთვნილი ავტომანქანიდან ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს.
როგორც არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ამბობს, მათ უთვალთვალებდნენ, ხოლო ტექნიკა მანქანაში დაბინავების შემდეგ წაიღეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.


