Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 98 ახალი შემთხვევაა

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 98 ახალი შემთხვევაა

29/10/2020 10:37:10 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - იუწყება მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა. ამასთან, რამდენი ტსტირება ჩატარდა ამ პერიოდში – ის არ აკონკრეტებს.გუშინ ვრცელდებოდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეგიონის კლინიკებში ტესტ-სისტემების მარაგი გამოილია და მსურველებს ტესტირების გავლა მხოლოდ ფასიანად შეეძლოთ.

დღეიდან რუსმა სამხედროებმა ცხინვალის სტადიონზე მობილური სამხედრო ჰოსპიტალის გაშლა დაიწყეს. იგი 100-ზე მეტ პაციენტზე იქნება გათვლილი.

სულ პანდემიის დაწყების დროიდან რეგიონში 768 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, მათგან 678 – რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის (15 სექტემბერი) მომენტიდან. გარდაცვლილია 6 პაციენტი.

მძიმე ავადმყოფების ნაწილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაყვანილი, - ამბობს მარინა კოჩიევა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოსური “პარლამენტის” სპიკერი ალან ტადტაევი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და სახლში მკურნალობდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის ჟანგბადზე იყო მიერთებული.

ბოლო ორი დღის განმავლობაში აღარ გავრცელებულა ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტისა და პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ორივე გასულ კვირას დაინფიცირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S