
გოგიჩაიშვილი – პარლამენტის გადაწყვეტილებაზე: "დიდი ხანია, ასე ცუდად თავი არ მიგრძვნია"
26/06/2019 15:49:47 ციტატა
"განვიცდი იმას, რაც მოხდა პარლამენტში, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ამ ფორმით ეს არ იყო საჭირო. დიდი ხანია, ასე ცუდად თავი არ მიგრძვნია. უამრავი საშუალება იყო მოვლენათა სამართლებრივი განვითარების, რომ ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების წინაშე საკუთარი თანაგუნდელები არ დაეყენებინათ. შეიძლებოდა, კანონდამრღვევაზე ორივე მხრიდან ეგოთ პასუხი".
განაცხადა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ენმ–ის წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ.